14 აპრილს, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გამართულ ევროპის პირველობაზე ჭიდაობა სამბოში თორნიკე გვიჭიანმა ოქროს მედალი მოიპოვა ახალგაზრდებს შორის 74 წონით კატეგორიაში. ახლა ის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოემზადება, რომელიც ოქტომბრის თვეში გაიმართება.
ამ ევროპის პირველობაზე ჭაბუკებს და ახალგაზრდებს შორის ქართველმა სამბისტებმა მთლიანობაში წარმატებით იასპარეზეს და 3 ოქროს, 8 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს:
ოქრო – ბახტიძე გაგა (-68 კგ),
ოქრო- გვიჭიანი თორნიკე (-74კგ),
ოქრო- აკოფაშვილი კობა (-70კგ),
ვერცხლი- სიდამონიძე ანზორი (-52 კგ),
ვერცხლი- კაკუტია ვიტალი (-56კგ).
ვერცხლი- თურქია ელიზბარი (-60კგ).
ვერცხლი- ჩაგელიშვილი გიორგი (-87კგ).
ვერცხლი- ინანეიშვილი საბა (+87კგ).
ვერცხლი- ცერცვაძე მარიამი -(+80კგ).
ვერცხლი- საური ომარი(-100კგ).
ვერცხლი- ცარელაშვილი ლევანი (+100კგ).
ბრინჯაო- მეხრიშვილი გიორგი (-48 კგ).
ბრინჯაო- ვარდოსანიძე გოგა (-52 კგ).
ბრინჯაო- თაბარუკაშვილი ვახტანგი (-75კგ).
ბრინჯაო- შერაზადიშვილი გიორგი (-81კგ),
ბრინჯაო- კობაური დიმიტრი (-82 კგ),
ბრინჯაო- ღვაჩლიანი გოჩა (-90 კგ).
გვანცა ქურასბედიანი.