ლუხუმ ჩხვიმიანმა დიუსელდორფის გრანდ-სლემზე მეორედ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი

გუშინ, 22 თებერვალს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, გრანდ-სლემის ტურნირზე ძიუდოში ლუხუმ ჩხვიმიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში. ის ნახევარ-ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძესთან დამარცხდა, რომელმაც თავის მხრივ ვერცხლის მედალი მოიპოვა. Continue reading ლუხუმ ჩხვიმიანმა დიუსელდორფის გრანდ-სლემზე მეორედ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი

19 თებერვალს ლენტეხში საცხოვრებელ შენობას ხანძარი გაუჩნდა

19 თებერვალს, დაბა ლენტეხში, ყოფილი სკოლა-ინტერნატის საერთო საცხოვრებელში, სადაც ამჟამად იძულებით გადაადგილებული პირები და ეკომიგრანტები ცხოვრობენ, ხანძარი გაჩნდა. ძლიერად დაზიანდა შენობის მე-3 სართულზე მდებარე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მ. ჩანქსელიანი-ს და ეკომიგრანტის მ. ქურასბედიანი-ს დროებითი საცხოვრებლები. დაზიანდა შენობის სახურავიც.
Continue reading 19 თებერვალს ლენტეხში საცხოვრებელ შენობას ხანძარი გაუჩნდა

22 თებერვალს ზემო სვანეთის აბონენტების ნაწილს ელ. ენერგია შეეზღუდებათ

22 თებერვალს, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ზემო სვანეთში.
Continue reading 22 თებერვალს ზემო სვანეთის აბონენტების ნაწილს ელ. ენერგია შეეზღუდებათ

ქაღალდის პირადობის მოწმობის ახალი პირადობით ჩანაცვლება 1 მარტის ჩათვლით უფასოდაა შესაძლებელი

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ფლობენ ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე, მათ სახელზე არასდროს გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა, 1 მარტის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ აქციით, შეცვალონ ძველი დოკუმენტი ახლით და სრულიად უფასოდ მიიღონ პირადობის ელექტრონული მოწმობა Continue reading ქაღალდის პირადობის მოწმობის ახალი პირადობით ჩანაცვლება 1 მარტის ჩათვლით უფასოდაა შესაძლებელი

ვარლამ ლიპარტელიანმა პარიზის გრანდ-სლემი მესამედ მოიგო

დღეს, 10 თებერვალს, ვარლამ ლიპარტელიანმა სპორტულ კარიერაში მესამედ პარიზის გრანდ სლემის საერთაშორისო ტურნირი მოიგო ძიუდოში. მან ფინალში იაპონელი ძიუდოისტი, 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონი აარონ ვოლფი (Aaron WOLF)  დაძაბულ ორთაბრძოლაში (ვაზარით) დაამარცხა.
Continue reading ვარლამ ლიპარტელიანმა პარიზის გრანდ-სლემი მესამედ მოიგო