ვარლამ ლიპარტელიანმა პარიზის გრანდ-სლემი მესამედ მოიგო

დღეს, 10 თებერვალს, ვარლამ ლიპარტელიანმა სპორტულ კარიერაში მესამედ პარიზის გრანდ სლემის საერთაშორისო ტურნირი მოიგო ძიუდოში. მან ფინალში იაპონელი ძიუდოისტი, 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონი აარონ ვოლფი (Aaron WOLF)  დაძაბულ ორთაბრძოლაში (ვაზარით) დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ვარლამი სწორედ აარონ ვოლფთან დამარცხდა და მაშინ მხოლოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა. პარიზის გრანდ-სლემის ტურნირები ვარლამს აქამდე მხოლოდ 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ჰქონდა მოგებული, მთლიანობაში კი გრანდ-სლემის ტურნირი ახლა მეხუთედ მოიგო.

საქართველოს ნაკრები პარიზის გრანდ-სლემის ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით წარსდგა:

-60კგ – ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე
-66კგ – ვაჟა მარგველაშვილი, ნიკო ჭიკაიძე
-73კგ – ლაშა შავდათუაშვილი, ლაშა გიუნაშვილი
-81კგ – კობა მჭედლიშვილი
-100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური
+100კგ – ონისე ბუღაძე, გიორგი ზაქარიაძე.

ვარლამის ოქროს მედლის გარდა, ვერცხლის მედალი მოიპოვა ვაჟა მარგველაშვილმა, ხოლო ბრინჯაოს მედლები – თემურ ნოზაძემ და ლაშა შავდათუაშვილმა.

ცოტნე მუსელიანი.