18 დეკემბერს, 15:30 სთ-ზე, დაბა ლენტეხის კულტურის სახლში. ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტის სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ლოცვა-კურთხევით, მე-2 საჯარო სკოლის (წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის) ორგანიზებით, ჯ. მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება შემოწირული წიგნების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ხოლო 16:00 საათზე – კონცერტი, რომელზეც მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ლენტეხის მგალობელთა გუნდი, მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი და ხოფურის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
ამ ღონისძიებებიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება ნათია ლიპარტელიანის პირად ანგარიშზე. კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 5 ლარია.
ნათია სოფ. ნანარიდან არის და ხოფურის საჯარო სკოლა დაამთავრა. უცვლელად გაგაცნობთ სარეაბილიტაციო ცენტრის “ჩვენი სახლი”-ს მიერ 22 ნოემბერს სოც. ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციას ნათიას შესახებ: “ეს ულამაზესი გოგონა ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი, მომავალი ფსიქოლოგი, 19 წლის ნათია ლიპარტელიანია, რომელიც 3 წელია ებრძვის უმძიმეს დაავადებას-ლიმფური ჯირკვლების სიმსივნეს. სამი წელია, მიუხედავად ასეთი მძიმე დაავადებისა, მის თვალებში არ ჩამქრალა იმედის სხივი. მოთმინებით იტანს ყველა განსაცდელს და მძიმე , ტკივილიანი დღეების შემდეგაც, ახალი შემართებით იწყებს ყოველ ახალ დილას. სიცოცხლის სიყვარული, ოჯახის და მეგობრების თანადგომა აძლევს მას ამ ძალას. ნათიას 2015 წელს ცინცაძის ფონდის დახმარებით ჩაუტარდა ქიმიოთერაპიის 8 კურსი და სხივური თერაპია, რის შემდეგაც დადგა სრული რემისია. თუმცა 2018 წლის მაისში ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა დაავადების რეციდივი. სოლიდარობის ფონდის დახმარებით გოგონას ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია და ქიმოთერაპიის 3 კურსი, თუმცა უშედეგოდ.დაავადების დინამიკა შეფასდა უარყოფითად. ამ ეტაპზე ამ მშვენიერების გადასარჩენად აცილებელია თურქეთში გადაყვანა და მკურნალობა, სადაც უნდა ჩაუტარდეს მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია და შემდგომი აუტოლოგიური ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, რაც არის ძალიან ძვირადღირებული პროცედურა და ოჯახს ძალიან სჭირდება ჩვენი თანადგომა. ყველას გთხოვთ, ნუ ჩაიკითხავთ ამ პოსტს გულგრილად. ჩვენ ერთად შეგვიძლია ამ სიცოცხლის გადარჩენა. გთხოვთ, ამ ანგარიშზე გადარიცხოთ ნებისმიერი თანხა. საქართველოს ბანკი: GE83BG0000000900418500 თიბისი ბანკი: GE05TB7134745061100072 ლიბერთი ბანკი: GE37LB0211137219481000