27-28-29 ივნისს ქალაქ ჭიათურაში ჩატარდა თენგიზ ჯაოშვილისა და სპარტაკ ასანიძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი კრივში, რომელშიც სოფ. ლატალის გურამ თიკანაძის სახელობის სპორტ-კომპლექსის აღსაზრდელმა ბექა წერედიანმა პირველი ადგილი დაიკავა (48 კგ. წონით კატეგორიაში). მეორე ადგილები დაიკავეს: ლატალიდან – ბორია ფირცხელანმა (36კგ.), სოფ. ხაიშიდან – დავით ჭკადუამ (46კგ.) და ნიკა მანიამ (27 კგ.).
Continue reading ბექა წერედიანმა კრივში თენგიზ ჯაოშვილისა და სპარტაკ ასანიძის ტურნირი მოიგო
Monthly Archives: June 2017
თბილისელი ექიმები მესტიის მოსახლეობას უფასოდ მოემსახურენ
22-23 ივნისს, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის ილარიონის (ქიტიაშვილი) ლოცვა–კურთხევით და მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით მესტიის საავადმყოფოს ეწვიენ თბილისის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრ “არენა“-ს ექიმები.
Continue reading თბილისელი ექიმები მესტიის მოსახლეობას უფასოდ მოემსახურენ
მესტიაში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
22-ივნისს მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის ილარიონის ლოცვა კურთხევით, მესტიას ეწვიენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები: თამაზ საგინაძე (ტენორი), ნინო ჩაჩუა (სოპრანო), ირინა ალექსიძე (მეცო სოპრანო), ვახტანგ ჯაშიაშვილი (ბარიტონი), ნუცა ზაქაიძე (მეცო სოპრანო), ნონა ბერაძე (სოპრანო), ნანა ბერაძე (მეცო სოპრანო), ასევე მომღერლები მიხეილ ყავლაშვილი, ნინო ბაშარული და ახალგაზრდული სიმებიანი კვარტეტი “ვირტუოზი”.
Continue reading მესტიაში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
ლენტეხის სამხატვრო სკოლამ ბათუმის ფესტივალზე “Wonderland” პირველი ადგილი აიღო
28 ივნისს ბათუმში მესამედ ჩატარდა ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსი “Wonderland”, რომელშიც საქართველოსა და უცხოეთის 108 ქორეოგრაფიულ, მუსიკალურ ანსამბლებსა და სახელოვნებო სკოლებს შორის იყო ლენტეხის სამხატვრო სკოლაც. ლენტეხის სამხატვრო სკოლამ პირველი ადგილი და მედალი მოიპოვა თექასა და გრაფიკაში შესრულებული ნახატების კატეგორიაში.
Continue reading ლენტეხის სამხატვრო სკოლამ ბათუმის ფესტივალზე “Wonderland” პირველი ადგილი აიღო
ვახტანგ ჩაჩხიანი ინტელექტუალური თამაშის “ეტალონი“-ს გამარჯვებულია
24 ივნისს ვახტანგ ჩაჩხიანი ინტელექტუალური თამაშის “ეტალონი“-ს გამარჯვებული გახდა. იგი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ. ლაილაშის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. ამ გამარჯვებას წინ უძღოდა შიდა სასკოლო შეჯიბრი და ქალაქ ცაგერში 2016 წლის 30 სექტემბერს გამართული ნახევარფინალი, სადაც მან ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
Continue reading ვახტანგ ჩაჩხიანი ინტელექტუალური თამაშის “ეტალონი“-ს გამარჯვებულია
სოფ. გვიმბრალის ოთიას უბანში სასმელი წყლის გაყვანას წლებია ითხოვენ
სოფელი გვიმბრალა ცაგერი-ლენტეხის შემაერთებელ გზაზე, ცხენისწყლის მარცხენა ნაპირზე, დაბა ლენტეხიდან 15 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. დავინტერესდით რა პრობლემები აწუხებთ გვიმბრალის მცხოვრებთ, რა დაპირებები მიიღეს 2014 წლის ადგილობრივი თითმმართველობის არჩევნებზე და როგორი კმაყოფილები არიან მათი შესრულებით.
Continue reading სოფ. გვიმბრალის ოთიას უბანში სასმელი წყლის გაყვანას წლებია ითხოვენ
ლუკა გვიჭიანმა ძიუდოში ნესტორ ხერგიანის ტურნირი მოიგო
24-25 ივნისს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის სპორტკომპლექსში ჩატარდა ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორის, ნესტორ ხერგიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში, სადაც ლუკა გვიჭიანმა პირველი ადგილი და თასი მოიპოვა 34 კგ. წონით კატეგორიაში (მწვრთნელი პაატა აფაქიძე).
Continue reading ლუკა გვიჭიანმა ძიუდოში ნესტორ ხერგიანის ტურნირი მოიგო
ელექტროგადამცემი ბოძის წაქცევის შედეგად ქვემო სვანეთის რამდენიმე სოფელს ელ. ენერგიის მიწოდება შეუწყდა
22 ივნისს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩოლურის თემში, მდინარე ცხენისწყლისა და მდინარე მუხრას შესართავთან მდებარე მაღალი ძაბვის ბოძს ხანგრძლივმა წვიმებმა და ადიდებულმა მდინარე მუხრამ მიწა გამოაცალეს, რამაც გამოიწვია მისი წაქცევა.
Continue reading ელექტროგადამცემი ბოძის წაქცევის შედეგად ქვემო სვანეთის რამდენიმე სოფელს ელ. ენერგიის მიწოდება შეუწყდა
ზემო სვანეთში კონკურსი “ნორჩი მათემატიკოსი“ ჩატარდა
17 ივნისს მესტიაში ჩატარდა კონკურსის ნორჩი მათემატიკოსის დასკვნითი, III ტური. მასში მონაწილეობა მიიღეს იმ მოსწავლეებმა, რომელთაც შემოდგომაზე და გაზაფხულზე ჩატარებული II ტური წარმატებით გადალახეს. ასეთი სულ 100 მონაწილე იყო. III ტურშიც იგივე პირობა იყო, რაც წინა ტურებში: წარამატებულად ჩაითვალა ყველა, ვინც 60%-იანი ზღვარი გადალახა.
Continue reading ზემო სვანეთში კონკურსი “ნორჩი მათემატიკოსი“ ჩატარდა
სოფ. ბაბილში კლდე ჩამოიშალა – ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
21 ივნისს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ბაბილში გადაუღებელი წვიმების შედეგად ჩამოიშალა კლდე, რის შედეგადაც ჩაიკეტა ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზა. ეს დაახლოებით ღამის 11-ის ნახევარზე მოხდა და საბედნიეროდ არავინ დაშავდა. ტრანსპორტის მოძრაობა მეორე დღეს გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების შედეგად განახლდა. Continue reading სოფ. ბაბილში კლდე ჩამოიშალა – ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
ლენტეხის სამხატვრო სკოლამ მესტიის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა
17 ივნისს მესტიაში გაიმართა ფესტივალი გამოფენა “საქართველოს მთებში”, რომელშიც ლენტეხის სამხატვრო სკოლამ მიიღო მონაწილეობა. ლენტეხის სამხატვრო სკოლას წარმოდგენილი ჰქონდა ნამუშევრები გრაფიკაში, გობელენში, თექაში – სვანეთის და თავისუფალ თემაზე.
Continue reading ლენტეხის სამხატვრო სკოლამ მესტიის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა
ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშობლიურ სკოლაში წყალი შეიყვანეს
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩოლურის საჯარო სკოლაში არსებული მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბის “რტო“-ს წევრებმა 2016-2017 სასწავლო წელს განახორციელეს პროექტი სახელწოდებით “სკოლა ჩვენი სიამაყეა”, რომლის მიზანი იყო ჩოლურის საჯარო სკოლას ჰქონოდა მუდმივი სასმელი წყალი. Continue reading ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშობლიურ სკოლაში წყალი შეიყვანეს