სოფ. ბაბილში კლდე ჩამოიშალა – ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

21 ივნისს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ბაბილში გადაუღებელი წვიმების შედეგად ჩამოიშალა კლდე, რის შედეგადაც ჩაიკეტა ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზა. ეს დაახლოებით ღამის 11-ის ნახევარზე მოხდა და საბედნიეროდ არავინ დაშავდა. ტრანსპორტის მოძრაობა მეორე დღეს გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების შედეგად განახლდა.

კლდეს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც ჩამოიშალა, ადგილობრივები ”ლენხარა კოჯს” უწოდებენ. ქვათა ცვენის შედეგად დაზიანდა  მილები, რომლითაც დაბა ლენტეხი სასმელი წყლით მარაგდება, თუმცა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის  ლენტეხის სერვის ცენტრის ტექნიკური სპეციალისტის თორნიკე ლიპარტელიანის თქმით, ლენტეხის მოსახლეობას წყალი შეუფერხებლად მიეწოდება.

გზის გაწმენდითი სამუშაოები შპს “ავტოგზა ლენტეხი 99”-ის მიერ განხორციელდა.  საავტომობილო გზა გახსნილია, თუმცა საჭიროა სამუშაოების გაგრძელება გზის სრული გაწმენდისთვის და აღნიშნული მილების შესაკეთებლად. შპს “ავტოგზა ლენტეხი 99”-ის მთავარი ინჟინერის გურამ მეშველიანის თქმით, შესაძლოა კლდე 2005 წელს ჩატარებული სამუშაობის დროს წარმოებულმა აფეთქებებმა დააზიანა და იმიტომ მოხდა ჩამონგრევა, ამჟამად ქვათა ცვენის განმეორებითი საფრთხის გამო გზის გაწმენდითი სამუშაოები ვერ ტარდება და ელოდებიან ბურღვა-აფეთქებაზე პასუხისმგებელ ჯგუფს, რომელთა მიერ ჩატარებული აფეთქებების შემდეგაც ჩატარდება სრული გაწმენდითი სამუშაოები, ხოლო შემდგომ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას შესაძლებლობა ექნება დაზიანებული მილები შეაკეთოს.

19264971_331648967273283_444005889_n
22.06.2017 – ლადო ქურასბედიანის ფოტო

19478568_1717904035176970_981044244_o
24.06.2017 – მირანგულა მუკბანიანის ფოტო

19458217_331648977273282_45387891_n
22.06.2017 – ლადო ქურასბედიანის ფოტო

19441052_331647027273477_1927703709_n
22.06.2017 – ლადო ქურასბედიანის ფოტო

19496336_1717903518510355_880336622_o
24.06.2017 – მირანგულა მუკბანიანის ფოტო

გვანცა ქურასბედიანი.