ლენტეხის სამხატვრო სკოლამ მესტიის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

17 ივნისს მესტიაში გაიმართა  ფესტივალი გამოფენა “საქართველოს მთებში”, რომელშიც ლენტეხის სამხატვრო სკოლამ მიიღო მონაწილეობა. ლენტეხის სამხატვრო სკოლას წარმოდგენილი ჰქონდა ნამუშევრები გრაფიკაში, გობელენში, თექაში – სვანეთის და თავისუფალ თემაზე.

ფესტივალში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ქორეოგრაფიული ანსამბლები და სამუსიკო სკოლები.

გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა როგორც ლენტეხის სამხატვრო სკოლის 25 მოსწავლის, ასევე ამავე სკოლის დირექტორის ქალბატონი თამილა ლიპარტელიანის ნამუშევრები. თითოეული ნამუშევრის ავტორს ფესტივალში მონაწილეობისათვის გადაეცა დიპლომი. დიპლომები გადაეცათ ასევე ამ სკოლის პედაგოგებს რიტა მეიფარიანს და მთვარისა გაზდელიანს, მოსწავლეებთან გაწეული მუშაობისათვის.

როგორც ჩვენთან საუბარში თამილა ლიპარტელიანმა განაცხადა, სამხატვრო სკოლების მიწვევა აღნიშნულ ფესტივალზე განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროს, “სტუდია N”-ისა და მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ. ტრანსპორტის საწვავის ხარჯი ნახევრად (250 ლარი) დაფარა ა.(ა).ი.პ. “ლენტეხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება”-მ (ხელმძღვანელი – ბიქტორ გაზდელიანი). ბინის, კვებისა და მძღოლის ხარჯები კი მოსწავლე-მასწავლებლებმა თავად გასწიეს.

28 ივნისს ქალაქ ბათუმში დაგეგმილია გამოფენა, სადაც ლენტეხის სამხატვრო სკოლა ასევე მიწვეულია.

19149421_1818631061784331_3093428994111499278_n

19149272_1818631838450920_78614873588431253_n

19148913_1818611868452917_4040872219090865201_n

19114040_1818630838451020_5000224758446981488_n

19224909_1818631865117584_9139396633923078673_n

19225710_1818611608452943_2360285869453263743_n

19248138_1818631595117611_7890595506389225831_n

გვანცა ქურასბედიანი.