24-25 ივნისს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის სპორტკომპლექსში ჩატარდა ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორის, ნესტორ ხერგიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში, სადაც ლუკა გვიჭიანმა პირველი ადგილი და თასი მოიპოვა 34 კგ. წონით კატეგორიაში (მწვრთნელი პაატა აფაქიძე).
ლენტეხის მუნიციპალიტეტიდან ტურნირში სულ 12 ძიუდოისტი ღებულობდა მონაწილეობას: დაბა ლენტეხის კომპლექსური სასპორტო სკოლიდან – ხუთი ძიუდოისტი, ხელედის სექციიდან – ოთხი ძიუდოისტი და ჩოლურის სექციიდან – სამი.
ხელედის გუნდიდან (მწვრთნელი – პაატა აფაქიძე) მეორე ადგილები დაიკავეს საბა აფაქიძემ 50კგ. წონით კატეგორიაში და ავთანდილ გაზდელიანმა 30კგ. წონით კატეგორიაში. დაბა ლენტეხის გუნდიდან მესამე ადგილი მოიპოვა გიორგი ჩანქსელიანმა 34კგ. წონით კატეგორიაში (მწვრთნელი – ივანე ქურასბედიანი).
პაატა აფაქიძის თქმით, მონაწილეთა ტრანსპორტირების, კვების და დაბინავების ხარჯი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ა. (ა). ი.პ. სასპორტო სკოლების გაერთიანებამ (დირექტორი ზაქრო ხვისტანი) დაფარა.
გვანცა ქურასბედიანი.