ბექა წერედიანმა კრივში თენგიზ ჯაოშვილისა და სპარტაკ ასანიძის ტურნირი მოიგო

27-28-29 ივნისს ქალაქ ჭიათურაში ჩატარდა თენგიზ ჯაოშვილისა და სპარტაკ ასანიძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი კრივში, რომელშიც სოფ. ლატალის გურამ თიკანაძის სახელობის სპორტ-კომპლექსის აღსაზრდელმა ბექა წერედიანმა პირველი ადგილი დაიკავა (48 კგ. წონით კატეგორიაში). მეორე ადგილები დაიკავეს: ლატალიდან – ბორია ფირცხელანმა (36კგ.), სოფ. ხაიშიდან – დავით ჭკადუამ (46კგ.) და ნიკა მანიამ (27 კგ.).

მესამე ადგილი დაიკავეს: ხაიშიდან – ონისე ჭკადუამ (43 კგ.), ლატალიდან – გვიჭიან გვიჩიანმა (52 კგ.) და გიორგი კვანჭიანმა (41 კგ.).

ტურნირში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის თუ ქალაქის 22 გუნდი იღებდა მონაწილეობას, სულ 154 ახალგაზრდა მოკრივე. აღნიშნული ტურნირი უკვე მეთორმეტედ, ყოველწლიურად ტარდება და მისი ორგანიზატორი ჭიათურის 27-ე სპორტული სკოლაა.

მადონა წერედიანი.