ვახტანგ ჩაჩხიანი ინტელექტუალური თამაშის “ეტალონი“-ს გამარჯვებულია

24 ივნისს ვახტანგ ჩაჩხიანი ინტელექტუალური თამაშის “ეტალონი“-ს გამარჯვებული გახდა. იგი  ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ. ლაილაშის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. ამ გამარჯვებას წინ უძღოდა შიდა სასკოლო შეჯიბრი და ქალაქ ცაგერში 2016 წლის  30 სექტემბერს გამართული ნახევარფინალი, სადაც მან ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ვახტანგ ჩაჩხიანმა გამარჯვება საქართველოს რეგიონიდან  წარმოდგენილ 70 ფინალისტს შორის მოიპოვა. ”საქართველოს ეტალონ მოსწავლეს” კომპანიამ ”ანაგი” და კომპანიამ ”ორბი” გადასცეს  5000-5000 ლარი, ხოლო განათლების სამინისტრომ  1000 ლარიანი ვაუჩერი. გთავაზობთ მცირე ინტერვიუს ”საქართველოს ეტალონ მოსწავლესთან” :

რამდენად კმაყოფილი ხარ თქვენ სკოლაში არსებული სწავლების დონით და მასწავლებლებიდან თუ გამოარჩევდი რომელიმეს?

ჩვენი სკოლაში არსებული სწავლების დონე ძალიან მომწონს. აქ არიან ისეთი მასწავლებლები, რომლებიც იმსახურებენ პატივისცემასა და დაფასებას, ამიტომ მიჭირს რომელიმეს განსაკუთრებულად გამორჩევა.

ყველაზე მეტად რომელი საგნით ხარ დაინტერესებული?

გამოვარჩევდი ორ ძირითად საგანს: ფიზიკასა და ისტორიას, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს.

რაში აპირებ მიღებული პრიზების გამოყენებას?

პრიზებს ცოდნის მისაღებად და გასაღრმავებლად გამოვიყენებ.

9478image3

გვანცა ქურასბედიანი.