ლენტეხის სამხატვრო სკოლამ ბათუმის ფესტივალზე “Wonderland” პირველი ადგილი აიღო

28 ივნისს ბათუმში მესამედ ჩატარდა ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსი “Wonderland”, რომელშიც საქართველოსა და უცხოეთის 108 ქორეოგრაფიულ, მუსიკალურ ანსამბლებსა და სახელოვნებო სკოლებს შორის იყო ლენტეხის სამხატვრო სკოლაც. ლენტეხის სამხატვრო სკოლამ პირველი ადგილი და მედალი მოიპოვა თექასა და გრაფიკაში შესრულებული ნახატების კატეგორიაში.


ფესტივალს ორგანიზატორობდა სტუდია “N”-ი და კომპანია “Team Travel”-ი. ნამუშევრები წარმოადგინეს  სამხატვრო სკოლის დირექტორმა ქალბატონმა თამილა ლიპარტელიანმა, თექის პედაგოგმა ქალბატონმა მთვარისა გაზდელიანმა და ამ სკოლის 20-მა მოსწავლემ: ლაშა ლიპარტელიანი, ნინო ლიპარტელიანი, მარიამ ლიპარტელიანი, მაგდა ლიპარტელიანი, ხატია ლიპარტელიანი, გვანცა ჩანქსელიანი, მარიამ ჩანქსელიანი, გიორგი მკერვალიშვილი, თეკლა მეშველიანი, ქეთი მუსელიანი, ანანო ბენდელიანი, დეა ბენდელიანი, ვალია აფაქიძე, დაჩი ქურასბედიანი, ანი ქურასბედიანი, ანი ქურასბედიანი, ტარიელ ონიანი, ნინი ტვილდიანი, ლუკა ტვილდიანი და თამუნა გაზდელიანი.

ნაშრომებს აფასებდა ჟიური, რომლის 12 წევრი უცხოეთიდან იქნა მოწვეული. ყველა მონაწილეს გადაეცა დიპლომები.

ფესტივალზე გამგზავრების, კვების და სხვა ხარჯები სამხატვრო სკოლამ თავად გასწია მშობლების დახმარებით, რისთვისაც სკოლის დირექტორი დიდ  მადლობს უხდის  მათ.

 

19511557_1824602444520526_1464322716766063372_n

19510343_1825255844455186_1746241414470239213_n

გვანცა ქურასბედიანი.