19 თებერვალს ლენტეხში საცხოვრებელ შენობას ხანძარი გაუჩნდა

19 თებერვალს, დაბა ლენტეხში, ყოფილი სკოლა-ინტერნატის საერთო საცხოვრებელში, სადაც ამჟამად იძულებით გადაადგილებული პირები და ეკომიგრანტები ცხოვრობენ, ხანძარი გაჩნდა. ძლიერად დაზიანდა შენობის მე-3 სართულზე მდებარე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მ. ჩანქსელიანი-ს და ეკომიგრანტის მ. ქურასბედიანი-ს დროებითი საცხოვრებლები. დაზიანდა შენობის სახურავიც.

მეზობლების თქმით, ცეცხლი დაახლოებით დღის 15 საათისთვის გაჩნდა, მაგრამ სწრაფად მოედო შენობას. დამწვარი ბინების მკვიდრნი შინ არ იმყოფებოდნენ და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ლენტეხის სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ადგილზე დროულად გამოცხადდა და ცეცხლის ჩაქრობაც მალევე მოხერხდა.

ხანძრის მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

გვანცა ქურასბედიანი