22 თებერვალს, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ზემო სვანეთში.
13:30 სთ-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში ელ. ენერგია მონაცვლეობით გამოერთვებათ სოფლებს – ახალშენი, ფარი, ბოგრეში, ეცერი, ასევე დაბა მესტიას. სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
ინფორმაცია მოგვაწოდა სს “ენერგოპრო ჯორჯია”-ს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ოფისის პიარ სპეციალისტმა ეკა ურიდიამ.
ცოტნე მუსელიანი