ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ღია პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

მიმდინარე წლის 2 მარტს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაიმართა ევროპის ღია პირველობა სრულწლოვან ძიუდოისტებს შორის, რომელზეც ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა 57კგ-მდე წონით კატეგორიაში. აღსანიშნავია, რომ ეს ეთერის პირველი წარმატებაა სრულწლოვან ძიუდოისტებს შორის, აქამდე ის მხოლოდ ახალგაზრდებს და იუნიორებს შორის ასპარეზობდა.  მან ფინალამდე ყველა მეტოქე დიდი უპირატესობით დაამარცხა: პირველ მეტოქეს ვაზარით სძლია, შემდეგ სამს კი – იპონით და მხოლოდ ფინალში დამარცხდა გამოცდილ და ტიტულოვან პოლონელ ძიუდოისტთან – არლეტა პოდოლაკთან (PODOLAK Arleta).

გასულ წელს ეთერიმ სხვადასხვა შეჯიბრებებზე წარმატებით იასპარეზა: ნოემბერში ევროპის ჩემპიონატზე 23 წლამდელთა შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, სექტემბერში ევროპის ჩემპიონატზე იუნიორებს შორის – ვერცხლის მედალი, აგვისტოში ევროპის თასზე იუნიორთა შორის – ვერცხლის მედალი.

ამჟამად ეთერ ლიპარტელიანი გრანდსლემზე ჭიდაობისთვის ემზადება, რომელიც ამ თვის ბოლოს თბილისში გაიმართება.

საქართველოs სახელით ეთერისთან ერთად ევროპის პირველობაზე საპრიზო ადგილები  მოიპოვეს სოფიო სომხიშვილმა – ვერცხლი და მარიამ ჭანტურიამ – ბრინჯაო.

ფოტოზე მარცხნიდან პირველი – ეთერ ლიპარტელიანი

გვანცა ქურასბედიანი