2 ნოემბერს, უნგრეთის ქალაქ გიორში გამართულ ევროპის ჩემპინატზე 23 წლამდე ასაკის ძიუდოისტებს შორის, ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ წელს ეთერიმ ვერცხლის მედალი მოიპოვა რუმინეთში, აგვისტოში გამართულ ევროპის თასზე იუნიორებს შორის.
უნგრეთში საქართველოს ნაკრებმა ჯამში 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა: 81კგ-მდე წონითი კატეგორიაში ორი ქართველი ძიუდოისტი თამაზ კირაკოზაშვილი და ვლადიმერ ახალკაცი ასპარეზობდა და ორივე ფინალში გავიდა. ფინალური ბრძოლა კირაკოზაშვილის ტრავმის გამო არ შედგა. შესაბამისად, 18 წლის ვლადიმერ ახალკაცს ოქროს მედალი ერგო, თამაზ კირაკოზაშვილს – ვერცხლი. 60კგ-მდე წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს ჯაბა პაპინაშვილი დაეუფლა. ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ) და ონისე სანებლიძე (-100კგ).
ცოტნე მუსელიანი