დღეს, 13 ოქტომბერს, 17:00 სთ-ზე საქართველოს სხვადასხვა მედია-ორგანიზაციების ჟურნალისტები ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ხელედის მოსახლეობას შეხვდებიან. შეხვედრა ორგანიზებულია კონსორციუმის მიერ, რომელშიც გაერთიანებულია – ა.(ა).ი.პ. “საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების კავშირი“ და ა.(ა).ი.პ. “კავკასიის ჟურნალისტთა ცენტრი“ (ხელმძღვანელი თინათინ დვალიშვილი).
შეხვედრაზე ორგანიზაციების წარმომადგენლები მოსახლეობას მოკლედ გააცნობენ დოკუმენტში “რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021 წლებისთვის“ ასახულ რეგიონის განვითარების პრიორიტეტულ მიზნებს.
კარგი იქნება თუ სოფ. ხელედის მაცხოვრებლები აქტიურად ჩაერთვებიან ამ შეხვედრაში და გაესაუბრებიან ჟურნალისტებს და საზოგადოებრივი ორგანიზაციებს წარმომადგენელებს, იმის შესახებ თუ როგორ წარმოუდგენიათ სოფ. ხელედის განვითარება და სხვადასხვა პროებლემების გადაჭრა.
ზემოთ ნახსენები კონსორციუმი ანხორციელებს პროექტს „ლენტეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ რეგიონის განვითარების სტრატეგიული მიზნების შესაბამისი ამოცანების შესრულების მონიტორინგი“, რომლის ფარგლებშიც გაიმართება აღნიშნული შეხვედრა.
ხვალ, 14 ოქტომბერს, ასევე დაგეგმილია ჟურნალისტების შეხვედრა სოფ. რცხმელურის მოსახლეობასთან.
ეს პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” (2017 -2020) ფარგლებში. პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი,განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი. ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ. პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს საზოგადოებრივი ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან.
პროექტის ფარგლებში 45 თვის განმავლობაში განხორციელდება 110-ზე მეტი აქტივობა, გაიცემა 79 გრანტი, რომლითაც ისარგებლებს საზოგადოების სულ მცირე 5000 წარმომადგენელი მთელი საქართველოს მასშტაბით. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 5.07 მილიონ ევროს (ევროკავშირის თანამონაწილეობა 3.8 მილიონი ევრო)
ცოტნე მუსელიანი.