გუშინ, 25 სექტემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში. ვარლამ ლიპარტელიანი ერთადერთი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატებზე 5 მედალი მოიპოვა:
2013წ. – ვერცხლი (-90კგ),
2014წ. – ბრინჯაო (-90კგ),
2015წ. – ბრინჯაო (-90კგ),
2017წ. – ვერცხლი (-100კგ),
2018წ. – ვერცხლი (-100კგ).
აღსანიშნავია, რომ ვარლამი მეტად მძიმე ორთაბრძოლაში, დამატებით დროში, მე-9 წუთზე დამარცხდა კორეელ ჩო გუჰამთან.
მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
-60კგ – ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
-66კგ – ვაჟა მარგველაშვილი
-73კგ – ლაშა შავდათუაშვილი
-81კგ – ზებედა რეხვიაშვილი
-90კგ – ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი
-100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი
+100კგ – გურამ თუშიშვილი
ჯერჯერობით საქართველოს ნაკრებიდან, ვარლამის ვერცხლის გარდა, მხოლოდ ამირან პაპინაშვილმა შეძლო ბრინჯაოს მედლის მოპოვება (-60კგ). ყველა სპორტსმენმა უკვე იასპარეზა გურამ თუშიშვილის (+100კგ) გარდა, რომელიც დღეს გამოვა ტატამზე, ხოლო ხვალ გაიმართება გუნდური შეჯიბრი.
ცოტნე მუსელიანი.