ნატა ჯაფარიძე – პირველი და ერთადერთი ქალი მაშველი საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე

23 წლის ნატა ჯაფარიძე ზემო სვანეთის სამთო-სათხილამურო კურორტებზე მაშველად მუშაობს. ის საქართველოში პირველი და, ჯერჯერობით, ერთადერთი ქალი მაშველია სამთო-სათხილამურო კურორტებზე. ამ რთულ და, ამავდროულად, საინტერესო სამუშაოზე საქართველოში სულ 6 ქალია დასაქმებული, მათგან სამთო-სამაშველო სამსახურში მხოლოდ ჩვენი კუთხის შვილი – ნატა ჯაფარიძე თეთნულდის სათხილამურო ტრასაზე ასრულებს თვის მოვალეობას.
ნატა ჯაფარიძის, როგორც მაშველის, მოვალეობაა დაზარალებული ტურისტების სასწრაფოს დახმარების ბრიგადამდე მიყვანა, სასრიალო ტრასის კონტროლი და მოწესრიგება.
იგი პროფესიით ტურიზმის სპეციალისტია. “მთის კურორტების განვითარების კომპანია”-მ ის კონკურსის წესით შეარჩია. ნატა სტუდენტობის პერიოდში გიდად მუშაობდა, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა გარემოს დაცვის სამინისტროში, თუმცა მას მთა უხმობდა, მთა რომელიც ძალიან უყვარს!

“გადავწყვიტე, ვიყო იქ, სადაც ყველაზე მეტად მიყვარს ყოფნა – სვანეთში, მთაში და ვემსახურო ჩემს საყვარელ საქმეს”- აღნიშნავს ნატა ჯაფარიძე.

%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%90-%e1%83%af%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%94-2

მადონა წერედიანი, სამთო-სათხილამურო კურორტი “თეთნულდი”