ემიგრანტი ბიზნესმენის მიმართვა ქართველებისადმი

შალვა ძოწენიძე 1994 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს, თუმცა საქართველო არ დავიწყებია. ის ბიზნესმენია და კალიფორნიაში რესტორნებს ფლობს. ქართული რესტორანი “თამარი” Covid- პანდემიამდე ცოტა ხნით ადრე აამოქმედა. მასთან ხანმოკლე ინტერვიუების ჩაწერა 2018 წელს მოვახერხე. ეს ვიდეოები რამდენიმე წუთიანია, მაგრამ უამრავ პრობლემას თუ გადაჭრის გზას იტევს:


ჟურნალისტების ჯგუფი საქართველოდან კალიფორნიაში 2018 წლის იანვარში ვიმყოფებოდით აშშ-ს საელჩოს სასწავლო პროგრამით. სწორედ მაშინ გავიცანით შალვა ძოწენიძე, რომელიც ამ პროგრამაში თარჯიმნის სტატუსით იყო ჩართული.

ლექციების, ტრენინგების და შეხვედრების შუალედებში ბატონ შალვა ძოწენიძესთან ჩვენი სასაუბრო თემა ისევ და ისევ საქართველოს პრობლემები იყო და რა თქმა უნდა მიგრაციის პრობლემაც მათ შორის. აი რა მიპასუხა ბატონმა შალვამ კითხვაზე:

რას ურჩევდით საქართველოდან უცხოეთში წასვლის მსურველებს ?


ცოტნე მუსელიანი