ვარლამ ლიპარტელიანმა 2017 წლის სეზონი მასტერსის მოგებით დააგვირგვინა

17 დეკემბერს, სანკტ-პეტერბურგში,  მასტერსის ტურნირზე ვარლამ ლიპარტელიანმა წარმატებით იასპარეზა და თავის მრავალრიცხოვან პრიზებს მასტერსის ოქროს მედალიც მიუმატა.

მასტერსის ტურნირი ყველაზე მაღალი რანგისაა საერთაშორისო ტურნირებს შორის. ის წელიწადში ერთხელ, წლის ბოლოს იმართება და მასში მონაწილეობის უფლება მხოლოდ რეიტინგით 16 მოწინავე ძიუდოისტს აქვს.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მასტერსის ამ ტურნირზე 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
გამარჯვებულები გახდნენ: ბექა ღვინიაშვილი (-90კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ) და გურამ თუშიშვილი (+100კგ), ვერცხლის მედალს ლაშა შავდათუაშვილი დაეუფლა (-73კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (-66კგ) მოიპოვა.
საქართველოს ნაკრები მასტერსზე სულ 6 ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი და ხუთმა მათგანმა მედლის მოპოვება მოახერხა. ვაჟთა შორის 7 ფინალიდან 4 ქართველი ძიუდოისტების მონაწილეობით ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ მასტერსის ტურნირების ისტორიაში ქართველ ძიუდოისტებს აქამდე მხოლოდ 2 ოქროს მედალი ჰქონდათ მოპოვებული (2013 წელს ადამ ოქრუაშვილს და 2015 წელს ბექა ღვინიაშვილს),

ცოტნე მუსელიანი