Tag Archives: პროექტი “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“

კონკურსში „ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის“ რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მარინე სვანიძემ გაიმარჯვა

17 იანვარს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI) კონკურსში „ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის“ 2019 წლის გამარჯვებულები გამოავლინა და რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში გამარჯვებულის პრიზი მარინე სვანიძეს გადაეცა. მარინე სვანიძე kvira.ge-ს რეგიონული კორესპონდენტია, ასევე 2014 წლის დეკემბრიდან დღემდე მუშაობს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის (2017 წ.-მდე გამგეობის) დაქვემდებარებაში არსებული ა.ა ი.პ.-ის “ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ცენტრი“-ს დირექტორის თანამდებობაზე. 2012 წლიდან 2015 წლამდე მარინე სვანიძე იყო ტელეკომპანია მეცხრე არხისა და საინფორმაციო სააგენტო “ინფო 9“-ს რეგიონული ჟურნალისტი.
Continue reading კონკურსში „ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის“ რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მარინე სვანიძემ გაიმარჯვა

ამბროლაურში “სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი – 2019” გაიმართა

9 ივლისს, ქ. ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის – “ფონდი აფხაზინტერკონტის“ (AIC) ორგანიზებით გაიმართა “სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი – 2019”. Continue reading ამბროლაურში “სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი – 2019” გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის მორიგი პრეზენტაცია დაბა ლენტეხში

22 მარტს, დაბა ლენტეხში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შენობაში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის – ფონდი “აფხაზინტერკონტი“-ს (AIC) მორიგი პრეზენტაცია ჩატარდა  პროექტის: – “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ – ფარგლებში.
Continue reading რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის მორიგი პრეზენტაცია დაბა ლენტეხში

ლენტეხში და ცაგერში პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“-ს პრეზენტაციები გაიმართება

დღეს, 24 იანვარს, 12:00 საათზე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო 14:00 საათზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზებში “რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი“-ს წარმომადგენლები გამართავენ პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“-ს პრეზენტაციებს.
Continue reading ლენტეხში და ცაგერში პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“-ს პრეზენტაციები გაიმართება

ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი დაარსდა

5 დეკემბერს, ქალაქ ამბროლაურში, „ფონდი აფხაზინტერკონტი“-ს (AIC) ფერმერთა მომსახურების რესურს-ცენტრში გაიმართა „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი“-ს პრეზენტაცია. ღონისძიება ორგანიზებული იყო „ფონდი აფხაზინტერკონტი“-ს მიერ  პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“-ს ფარგლებში.
Continue reading ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი დაარსდა