გუშინ, 10 აპრილს, ქვემო სვანეთის კიდევ 4 მაცხოვრებელს აღმოაჩნდა ახალი კორონავირუსი. ეს ადამიანები არიან გ.ფ.-ს 4 წლის გოგონა, სიდედრი, ცოლის ძმისშვილი და ცოლიძმის მეუღლე. გ.ფ.-ს covid-19-ის ვირუსი 8 აპრილს დაუდასტურდა. მისი მეუღლე სოფ. მელედან არის და შესაბამისად 3 ინფიცირებული პირი ასევე მელეში ცხოვრობს.
ინფიცირებულები ამ დროისათვის უკვე გადაყვანილი არიან კლინიკებში.
საქართველოს მთავრობამ გუშინვე მიიღო გადაწყვეტილება 2 კვირით აკრძალოს ლენტეხის მუნიციპალიტეტიდან მოქალაქეთა გასვლა, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა, ხოლო ის პირები, რომლებიც მაინც შემოვლენ ქვემო სვანეთის ტერიტორიაზე, მხოლოდ 2 კვირის შემდეგ შეძლებენ აქედან წასვლას.
ქვემო სვანეთში შემოსვლა შეეძლებათ მხოლოდ ექიმებს, სამხედროებს, პოლიციელებს და სასურსათო პროდუქტების დისტრიბუტორებს.