გუშინ დაბა ლენტეხში დაწყებული საპროტესტო აქცია მთელი ღამე გაგრძელდა

გუშინ, 25 ივლისს, დაბა ლენტეხში ისევ გაიმართა “ხელედულა 3” ჰესის საწინააღმდეგო აქცია. პარალელურად, ლეჩხუმში, სოფ. ბარდნალაში დაბანაკებულ სამშენებლო ტექნიკასთან უკვე მე-6 დღეა გრძელდება შიმშილობა. ქვემო სვანეთში საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა და დღესაც იგეგმება აქცია დაბა ლენტეხში. საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდნენ ზემო სვანეთის და საქართველოს სხვადასხვა კუთხეების მაცხოვრებელნიც.

https://www.facebook.com/eldino.liparteliani/videos/1906381529400290/

აქციის მონაწილენი მოუწოდებდნენ მერიის და საკრებულოს თანამშრომელბს გამოსულიყვნენ კაბინეტებიდან და შეერთებოდნენ საპროტესტო აქციას. “ხელედულა 3” ჰესის შესაძლო მავნე ზემოქმედების რისკების შესახებ წაიკითხა ლეილა ჩანქსელიანმა:

https://www.facebook.com/eldino.liparteliani/videos/1906402822731494/

სიტყვით გამოვიდა პედაგოგი ნატო ლიპარტელიანი, ხოლო შემდეგ მონაწილეებს გააცნეს ლენტეხის მერის ბადრი ლიპარტელიანის წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისადმი:

https://www.facebook.com/eldino.liparteliani/videos/1906423442729432/

სიტყვით გამოვიდა ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო მოძრაობის აქტიური მონაწილე მანანა საღლიანი:

https://www.facebook.com/eldino.liparteliani/videos/1906447662727010/

სიტყვით გამოვიდა ნაირა ჯაჭვლიანი, რომელმაც თავისი გამოსვლა ლექსით დაამთავრა:

https://www.facebook.com/eldino.liparteliani/videos/1906463106058799/

მიტინგის შემდეგ აქციის მონაწილენი გაემართნენ ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის ოლიმპიური მომზადების ცენტრთან, რომლის შენობაშიც არსებულ სასტუმროში ამჟამად თურქი მშენებლები არიან განთავსებული.

დაბა ლენტეხში შემოყვანილი არიან რეგიონის პოლიციის თანამშრომლები. წუხელ შემოყვანილმა დაცვის წარმომადგენლებმა თუ პოლიციის თანამშრომლებმა ყოფილი საავადმყოფოს ტერიტორია დაატოვებინეს აქციის მონაწილეებს:

Posted by Betqil Giji Liparteliani on ოთხშაბათი, 25 ივლისი, 2018

მასალა მოამზადა ცოტნე მუსელიანმა