გუშინ, 25 ივლისს, შიმშილობის დაწყებიდან მე-4 დღეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ. წანაშის მცხოვრები ემზარ ლიპარტელიანი ცუდად გახდა და ცაგერის საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. უკვე მე-5 დღეა, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ. ბარდნალაში, “ხელედულა 3” ჰესის მშენებელი კომპანიის მიერ მობილიზებულ სამშენებლო ტექნიკასთან, შიმშილობას კვლავ აგრძელებენ ზაზა, ვეფხია, რაჯი და მირიან ლიპარტელიანები. აღსანიშნავია, რომ ზაზა ლიპარტელიანს ფილტვების ანთება დაუდგინეს, მაგრამ ის მაინც აგრძელებს შიმშილობას.
მოშიმშილეთა მთავარი მოთხოვნაა სამშენებლო ტექნიკის გაყვანა რეგიონიდან. როგორც საპროტესტო აქციების მონაწილენი აცხადებენ ჯერ კიდევ არ არის გამოქვეყნებული გარემოზე ზემოქმედების შედეგების ამსახველი დოკუმენტი, ე.წ. გზშ, რომლის გარეშეც სამშენებლო კომპანიას არა აქვს ჰესის მშენებლობის დაწყების უფლება.
ცოტნე მუსელიანი.