ხუდონჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო მოძრაობის აქტივისტმა, ხაიშის საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგმა ზურაბ ნიჟარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა შემდეგი განცხადება:
“დაიწყო ახალი ეგზეკუცია სვანეთის მიმართულებით!
ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების აღკვეთის მოტივით დაახლოებით 1000-1200 პოლიციელია შემოსული ხაიშისა და ჭუბერის თემებში!
ხელისუფლება კვლავ ხელების გადაგრეხვის პოლიტიკით მუშაობს!
არავითარი ხე-ტყე, არც სოფლის მეურნეობისა თუ ტურიზმის წახალისება, მხოლოდ ჰესები და ოქროს მოპოვება!
გაუმარჯოს სვანეთს უსვანებოდ!
მოვუწოდებ ყველა ზნეობრივ ადამიანს, ხელისუფლებას, სახალხო დამცველს, დიპკორპუსს, დაიცავით თქვენი, ჩვენი სვანეთი განუკითხაობისაგან!
ან მოგვეცით ალტერნატიული განვითარების საშუალება, ან … დაგვხოცეთ და ამით დასრულდება ყველაფერი!!!
დაგვაყენეთ საშველი, სანამ სვანეთი არ გამსკდარა დენთის კასრივით!”
მასალა მოამზადა ცოტნე მუსელიანმა.