“სვანეთში მდგომარეობა უკიდურესად იძაბება” – ზურაბ ნიჟარაძემ ახალი განცხადება გაავრცელა

ხუდონ-ჰესის მშენებლობის აქტიურმა მოწინააღმდეგემ, ხაიშის საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგმა ზურაბ ნიჟარაძემ დაახლოებით 1 საათის წინ ახალი განცხადება გაავრცელა სოციალური ქსელით:
“S.O.S.!
სვანეთში მდგომარეობა უკიდურესად იძაბება!
შემოყვანილია პოლიცია, არაოფიციალური წყაროებით მივიღეთ ინფორმაცია, რომ შემოყავთ დამატებითი ძალები!
მოვუწოდებთ ხელისუფალთ, თავი გაანებონ ხელების გადგრეხვის პოლიტიკას, დაელაპარაკონ საკუთარ ხალხს, თუ ხალხი საკუთარ ხალხად მიაჩნიათ!
აქ ხე-ტყე არაფერ შუაშია, მავანთ სჭირდებათ სვანეთი უსვანებოდ!
გთხოვთ ყველას თანადგომას, რომ არ განვითარედეს შეუქცევადი პროცესები!
ჩვენ უკანდახევას არ და აღარ ვაპირებთ!”

ზემო სვანეთში, ხაიშის და ჭუბერის თემებში შეყვანილია საქართველოს შსს-ს სპეც-რაზმი და ასეულობით პოლიციელი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელების განცხადებით სპეც-რაზმის შეყვანა ხე-ტყის უკანონო ჭრის გამოსავლენად და აღსაკვეთად გახდა აუცილებელი. ამ მოსაზრებას სვანების დიდი ნაწილი არ ეთანხმება და სახეზეა დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის.

ცოტნე მუსელიანი.