ამ დროისათვის დაბა ლენტეხში საპროტესტო აქციას უფრო მეტი ადამიანი შეუერთდა. ისინი მობილიზებული არიან ოლიმპიური მომზადების ცენტრთან არსებულ სასტუმროსთან, რომელშიც თურქეთიდან ჩამოსული მშენებლები იმყოფებიან. აქციის მონაწილენი ხმამაღალი შეძახილებით მოუწოდებენ მშენებლებს დატოვონ სვანეთი.
ლეჩხუმში, სოფ. ბარდნალაში დღეს ცუდად გახდა შიმშილობის 2 მონაწილე ვეფხია და მირიან ლიპარტელიანები, მათ წნევის დავარდნის შედეგად კრიზი აღენიშნათ და ქალაქ ცაგერის კლინიკაში გადაიყვანეს. ამჟამად მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ისინი კვლავ კლინიკაში რჩებიან. შიმშილობას კვლავ განაგრძობენ ზაზა და რაჯი ლიპარტელიანები, რომელთაც დღეს შეუერთდნენ ზვიადი და იოსებ ლიპარტელიანები.
აქციის აქტიურმა მონაწილემ, სპორტსმენმა ბეთქილ ქურასბედიანმა ცენტრალური ხელისუფლების მიმართ გულისწყრომა გამოხატა და ხალხს ლოცვისაკენ მოუწოდა:
მასალა მოამზადა ცოტნე მუსელიანმა.