6 ივნისს დაბა მესტიაში “მესტიაჭალა 1” და “მესტიაჭალა 2” ჰიდრო ელექტრო სადგურების კასკადის მშენებლობის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. მესტიას ეწვიენ ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, საინვესტიციო ჯგუფი “ბიჯეო”-ს გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური და “საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის” გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე.
მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გახსნა:
დამსწრე საზოგადოებას პროექტი “საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის“ დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ წარუდგინა.
ჰესების ექსპლუატაციაში შესვლა 2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი, რის შემდეგაც ენერგოსისტემას 175 მლნ კვტ/სთ შეემატება. გეგმის მიხედვით, მშენებლობა უნდა განხორციელდეს დარგში არსებული თანამედროვე ტექნიკური მიღწევების სრული გამოყენებით, კაშხლის მოწყობისა და მდინარის დაგუბების გარეშე.
ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა განხორციელდება სს „სვანეთი ჰიდროს“ მიერ მოძიებული მნიშვნელოვანი საინვესტიციო რესურსით, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, გარემოზე მინიმალური ზემოქმედების გათვალისწინებით. პროექტის მსვლელობისას შეიქმნება გარკვეული რაოდენობის სამუშაო ადგილები, სს „სვანეთი ჰიდრო“ რეკომენდაციას გაუწევს მშენებლობაში მონაწილე კონტრაქტორებს, რომ შეძლებისდაგავარად დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა უშუალოდ მშენებლობის და მომსახურების სფეროში, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ მოხდება ადგილობრივი კადრებიდან ჰესის მომსახურე პერსონალის შერჩევა, გადამზადება და დასაქმება.
ჰიდროელექტროსადგურების კასკადის ამუშავების შემდეგ მესტიის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო შემოსავლები, წინასწარი გათვლებით, პირველივე წელს გაიზრდება დაახლოებით 1 500 000 ლარით.
აღსანიშნავია, რომ მესტიის მუნიციპალიტეტსა და სს „სვანეთი ჰიდროს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, სს „სვანეთი ჰიდრო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განახორციელებს დაბა მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსებას, რისთვისაც გამოიყოფა დაახლოებით 600 000 ლარი.
მშენებლობის დაწყების ღონისძიებას ესწრებოდა პარლამენტარი ვიქტორ ჯაფარიძე, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა:
მადონა წერედიანი.