დღეს, 25 ივლისს, დილის საათებში, ძლიერი წვიმების შედეგად ღვარცოფმა ისევ გადაკეტა გზა სოფ. ბაბილსა და სოფ. მაცხვარლამეზურს შორის. საავტომობილო მიმოსვლა შეწყვეტილია დაბა ლენტეხიდან სოფ. მაცხვარლამეზურის, ჩოლურის და ლაშხეთის თემების ათეულობით სოფლის, უშგულის და სხვა სოფლების მიმართულებით.
ასევე შეფერხდა ტურისტების საავტომობილო მოძრაობა ზემო და ქვემო სვანეთს შორის ლასდილისა და ლატფარის უღელტეხილებით.
ეს ღვარცოფი რამდენიმე წელია პერიოდულად აქტიურდება და გზას კეტავს-ხოლმე. svanetiinfo.ge ამ ღვარცოფის მიერ გზის გადაკეტვის შესახებ უფრო ვრცლად 2016 წელსაც წერდა, შეგიძლიათ ნახოთ ბმული აქ.
გზის გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია, მშენებლები საავტომობილო მოძრაობის აღდგენას 2-3 საათის შემდეგ ვარაუდობენ.
სამწუხაროა, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კუთვნილ ვებ-გვერდზე და ფეისბუქ-გვერდზე ამ შეფერხების შესახებ ინფორმაცია არ გამოაქვეყნა.
გვანცა ქურასბედიანი,
ცოტნე მუსელიანი.