გუშინ, 22 ივნისს, ბელორუსის დედაქალაქ მინსკში დაწყებულ ევროპულ თამაშებზე ლუხუმ ჩხვიმიანმა ოქროს მედალი მოიპოვა ძიუდოში 60კგ-მდე წონით კატეგორიაში. ევროპულ თამაშებზე მიმდინარე ძიუდოისტთა შეჯიბრი პარალელურად ევროპის ჩემპიონატის სტატუსსაც ატარებს და ლუხუმმა თავის კარიერაში ევროპის ჩემპიონატის პირველი მედალი მოიგო.
ფინალში მან ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი დაამარცხა. ფინალამდე კი 3 შეხვედრა იჭიდავა წარმატებით, მათ შორის იყო ნახევარფინალისთვის ბრძოლა, რომელშიც ლუხუმმა ნიდერლანდების სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუას მოუგო.
ამ დროისათვის, საქართველოდან ევროპის თამაშებზე მოასპარეზე დანარჩენი ძიუდოისტებიდან ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ამირან პაპინაშვილმა, ბაგრატ ნინიაშვილმა, ლუკა მაისურაძემ და ვაჟა მარგველაშვილმა.
ხვალ, 24 ივნისს, იჭიდავებენ ვარლამ ლიპატელიანი (-100კგ), ბექა ღვინიაშვილი (-90კგ ) და გურამ თუშიშვილი (+100კგ). პირდაპირი რეპორტაჟი და შედეგები შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ ბმულზე: https://eju.net/
სამწუხაროდ შეჯიბრს გამოეთიშა ეთერ ლიპარტელიანი. მან პირველი შეხვედრა კი მოიგო, მაგრამ მეორე შეხვედრაში დამარცხდა რუსეთის წარმომადგენელ დარია მეჟეტსკაიასთან (MEZHETSKAIA Daria), რომელიც ჩემპიონი გახდა.