სოფელ ბაბილში მეწყერი ჩამოწვა – ჩოლურისკენ და ლაშხეთისკენ მიმავავალი გზა ჩაკეტილია

ამ დილით, დაახლოებით 5-6 საათზე, ძლიერი წვიმის შედეგად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბილში, ცაგერი-ლენტეხი-ლასდილი საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრზე მუცხულდაშის ღელესთან ე.წ. “ბაბილის მეწყერი” ჩამოწვა, რის შედეგადაც გზა ჩაიკეტა.

როგორც “svanetiinfo.ge”-ს დაახლოებით 11 სთ-თვის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საავტომობილო გზების ტექნიკური ზედამხედველობის და მონიტორინგის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა იური ფერაძემ განუცხადა, თუ ამინდი კიდევ უფრო არ გაუარესდა და მეწყერი კიდევ არ ჩამოვიდა, დაახლოებით 3-4 საათში ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელი იქნება:

ამ დროისთვის ლენტეხში ისევ ძლიერად წვიმს.

ცოტნე მუსელიანი, დაბა ლენტეხი