დღეს ისევ გრძელდება საპროტესტო აქციები ქვემო სვანეთში დაგეგმილი “ხელედულა 3” ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ საპროტესტო აქციაზე მოსახლეობას შეხვდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი.
მოსახლეობამ მინისტრის მოადგილეს გააცნო მოთხოვნები ჰესის პროექტის გაუქმებასთან დაკავშირებით. ამ შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი და სხვა თანამდებობის პირები.
აქციის აქტიური მონაწილის ბეთქილ ლიპარტელიანის განცხადებით, მინისტრის მოადგილის საუბარში რაიმე სახის მხარდაჭერა არ იგრძნობოდა. საპროტესტო აქციები დაბა ლენტეხში და შიმშილობა ლეჩხუმის სოფ. ბარდნალაში კვლავ გრძელდება.
Posted by Betqil Giji Liparteliani on პარასკევი, 27 ივლისი, 2018
მასალა მოამზადა ცოტნე მუსელიანმა.