ლენტეხის №2 საჯარო სკოლის ფეხბურთელთა გუნდმა სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული ეტაპი მოიგო

24 აპრილს ქ. ამბროლაურში გაიმართა სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული ეტაპი ფეხბურთში. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის გამარჯვებული გახდა ლენტეხის №2 საჯარო სკოლის ვაჟ ფეხბურთელთა გუნდი.

გუნდის ამ წარმატებას წინ უძღოდა აპრილის თვის დასაწყისში გამართული სასკოლო ოლიმპიადის რაიონული ეტაპი.
რაიონული ეტაპი ლენტეხის №1 საჯარო სკოლის სტადიონზე გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ რაიონის 6 საჯარო სკოლის გუნდები. ლენტეხის №2 საჯარო სკოლის გუნდმა რაიონულ ეტაპზე
გამარჯვება მოიპოვა ორ სახეობაში: ფეხბურთი და კალათბურთი. ქ. ამბროლაურში გამართულ შეხვედრაზე უნდა გამოვლენილიყო თითოეულ სახეობაში ერთი გამარჯვებული გუნდი, ამიტომ ფეხბურთში გამარჯვების შემდეგ ლენტეხის №2 საჯარო სკოლის გუნდს კალათბურში გასამარჯვებლად მონაწილეობა აღარ მიუღია.

IMG_20170424_131045

IMG_20170424_134151

IMG_20170424_152016

IMG_20170424_151020

IMG_20170424_124610

ქ. ამბროლაურის შეხვედრაში წარმოდგენილი იყვნენ ლენტეხის, ონის, ცაგერის, ამბროლაურის გუნდები და გამარჯვებულ გუნდს (ლენტეხის #2 საჯარო სკოლას, ტრენერი დავით მუსელიანი) გადაეცა სიგელი, ივლისის თვეში კი ისინი მიწვეულნი არიან ანაკლიაში ერთკვირიან შეკრებაზე, ხოლო შემდეგ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად.

გუნდი 2 წელია რაც არსებობს და შედეგის მიღწევაც არ დაუგვიანებია. მისი წევრები არიან: რატი ლიპარტელიანი, ზურო ლიპარტელიანი, გიორგი ლიპარტელიანი, პაატა ლიპარტელიანი, ივერი ლიპარტელიანი, რაული ლიპარტელიანი, ლუკა აფაქიძე, დათო აფაქიძე.

გვანცა ქურასბედიანი, დაბა ლენტეხი