სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული ეტაპი ფრენბურთში ნაკრის გოგონათა გუნდმაც მოიგო

24-აპრილს ქ. ზუგდიდის სპორტის სასახლეში ჩატარდა სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული ტურნირი ფრენბურთში გოგონათა შორის. ტურნირში მონაწილეობა მიიღო მესტიის რაიონის მასშტაბით გამარჯვებულმა გოგონათა გუნდმა სოფ. ნაკრის საჯარო სკოლიდან. მათ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს რეგიონულ ტურნირშიც.

ნაკრის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდის წევრები არიან: თამარ, მარიამ, მარიამ, ფიქრია, ირენა და ქეთი ცინდელიანები, ნინო გვარმიანი, თინათინ ოთხვანი, თამარ გვარმიანი. მათი მწვრთნელია პაატა ცინდელიანი.
ნაკრის გუნდი ოთხ გუნდს შეხვდა და ოთხივე შეხვედრა ანგარიშით 2-0 მოიგო. მათ დაამარცხეს ჩხოროწყუს, სენაკის, ზუგდიდის გუნდები, ფინალში კი – წალენჯიხის გუნდი.

18136041_1257159834401602_970824713_n

წარმატებულ გუნდს შემდეგი ეტაპის გავლა ქ. ქუთაისში მოუწევს, სადაც დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი გამოვლინდება.

მადონა წერედიანი, სოფ. ლატალი.