22-23 აპრილს ლატალის საჯარო სკოლაში ორგანიზაციის “მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის” თაოსნობით მოეწყო საკვირაო ბანაკი. ბანაკის აქტივობებში, ლატალის საჯარო სკოლის გარდა, ასევე მონაწილეობა მიიღეს ზემო სვანეთის სხვადასხვა სოფლების საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.
ბანაკი ითვალისწინებდა ინგლისურენოვან ისეთ აქტივობებს, როგორც სპორტულ ასევე აკადემიურს, რომელნიც ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციას ამ მიმართულებით.
პროექტის ფორმატიდან გამომდინარე, ბანაკი დაყოფილი იყო ორ ჯგუფად და მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობებში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ყველა მონაწილეს დაურიგდა სერთიფიკატი. ამ პროექტით მოსწავლეების ცოდნის ასამაღლებლად კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა წინ.
მადონა წერედიანი, სოფ. ლატალი.