22-23 აპრილს ქ. ფოთში ჩატარებულ ზურაბ სარსანიას სახელობის ტურნირზე კრივში პირველი ადგილი დაიკავა ლატალის გურამ თიკანაძის სახელობის სპორტ-სკოლის აღსაზრდელმა ბექა წერედიანმა (48-კგ.), ხოლო გიორგი კვანჭიანმა მესამე ადგილი დაიკავა. მათი მწვრთნელია – გურამ წერედიანი.
ცნობილი მძიმეწონოსანი მოკრივის ზურაბ სარსანიას ტურნირი ყოველწლიურად ტარდება ქალაქ ფოთში. შეჯიბრში 2003-2004 წლებში დაბადებული მოკრივეები მონაწილეობდნენ. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან 120-მდე სპორტსმენმა იასპარეზა. მესტიის მუნიციპალიტეტს ამ შეჯიბრზე ოთხი მოკრივე წარმოადგენდა.
ბექა წერედიანი ლატალის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასელია. ის ამ ღირსეული გამარჯვებით საქართველოს ნაკრების წევრი გახდა და ერთთვიანი შეკრების გავლის შემდეგ გაემგზავრება ევროპის ჩემპიონატზე.
(ფოტოზე მარჯვნიდან პირველი – ბექა წერედიანი).
მადონა წერედიანი, სოფ. ლატალი.