19 მაისს, ესპანეთის ქალაქ მალაგაში გამართულ ევროპის თასის ტურნირზე ახალგაზრდა ძიუდოისტებს შორის ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 57კგ. წონით კატეგორიაში. საქართველოდან შესანიშნავად იასპარეზა მარიამ ჭანტურიამ, რომელმაც ოქროს მედალი მოიგო 70კგ-მდე წონით კატეგორიაში.
ეთერ ლიპარტელიანი ამჟამად ევროპის თამაშებზე საასპარეზოდ ემზადება, რომელიც 22-25 ივნისს გაიმართება ბელორუსის დედაქალაქ მინსკში. აღსანიშნავია, რომ ეთერ ლიპარტელიანი ერთადერთი ქალი ძიუდოისტი იქნება საქართველოს ნაკრებში, რომელიც ევროპის თამაშებზე იასპარეზებს.
ევროპის თამაშებზე იჭიდავებენ ასევე ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ.) და ლუხუმ ჩხვიმიანი (-60კგ). საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის თამაშებზე ასე გამოიყურება:
-60კგ – ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
-66კგ – ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
-73კგ – ლაშა შავდათუაშვილი
-81კგ – ლუკა მაისურაძე
-90კგ – ბექა ღვინიაშვილი
-100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი
+100კგ – გურამ თუშიშვილი
-57კგ – ეთერ ლიპარტელიანი.
გვანცა ქურასბედიანი.