13 აპრილს, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ირაკლი იმედას ძე ქურასბედიანმა, რომელიც პროფესიონალურ კრივში ასპარეზობს, მორიგი ორთაბრძოლა მოიგო. წარმატებული სვანი მოკრივის მეტოქე ამჯერად ესპანელი აველინო ვაზკეცი იყო.
ამ ორთაბრძოლამდე, 2018 წლის 10 ნოემბერს, ირაკლიმ ასევე ბარსელონაში გამართული შეხვედრა მოიგო და ახლა შავი ქამრის მოსაპოვებლად ფინალური ორთაბრძოლისთვის ემზადება.
გვანცა ქურასბედიანი.