10 მარტს აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს ინიციატივით ქალაქ სუმგაითში დასაბამი დაედო ფესტივალს სახელწოდებით “კავკასიური გაზაფხული”, რომელიც ემსახურება კავკასიელი ბავშვების გაცნობა–დამეგობრებას და სახვითი ხელოვნებისადმი მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას.
საქართველოდან მონაწილეობას ღებულობდა 31 მოსწავლე, აქედან 6 ლენტეხის სამხატვრო სკოლის წარმომადგენელი იყო: მარიამ ჩანქსელიანი, ვალია აფაქიძე, გიორგი მკერვალიშვილი, გვანცა ჩანქსელიანი, ანი ქურასბედიანი და ნინო ლიპარტელიანი. მათ ახლდნენ პედაგოგები: თამილა ლიპარტელიანი (სამხატვრო სკოლის დირექტორი) და რიტა მეიფარიანი.
ფესტივალის ყოველმა მონაწილემ სამახსოვრო სიგელი მიიღო. ლენტეხის სამხატვრო სკოლიდან გამოვლინდა ორი გამარჯვებული: ვალია აფაქიძე და მარიამ ჩანქსელიანი, რომელთა ნახატებიც სუმგაითის ეროვნულმა გალერეამ დაიტოვა. აღნიშნული ფესტივალი პირველად ჩატარდა და მისი პირველი მონაწილენი ყოველწლიურად არიან მიწვეულნი საპატიო სტუმრისა და მონაწილის სტატუსით.
გვანცა ქურასბედიანი, დაბა ლენტეხი