თითქმის ერთკვირიანმა უამინდობამ და უხვმა ნალექმა საგრძნობლად დააზიანა ზემო სვანეთის სხვადასხვა სოფლები და მესტია-ზუგდიდის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა.
მიუხედავად გზის გაწმენდითი სამუშაოებისა გუშინ მგზავრებს შეფერხებით უწევდათ გადაადგილება. სახიფათო მდგომარეობას ქმნის ქვის ცვენა, რომელიც მასიურად ხდება. სინოპტიკოსები ამინდის კვლავ გაუარესებას ვარაუდობენ, ამ შემთხვევაში, სვანეთის გარკვეულ სოფლებს საფრთხე ემუქრებათ.
ფოტოზე: იწმინდება მესტია-ზუგდიდის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის დამეწყრილი მონაკვეთი 11.05.2017
ფოტოზე: გზის გახსნის მომლოდინე მგზავრები 11.05.2017
მადონა წერედიანი.