5-9 მაისს თბილისში, ვაკის საცოც დარბაზში ჩატარდა ირაკლი გელდიაშვილის სახელობის მემორიალი მეკლდეურობის სამ სახეობაში, სადაც სწრაფ ცოცვაში გიგა ჯანხოთელმა პირველი ადგილი მოიპოვა, ბოლდერინგში მარიამ ქურდიანმა აიღო პირველი ადგილი,მეკლდეურობის სამივე სახეობაში სალომე მეშველიანი მეორე ადგილზე გავიდა,ვაჟებიდან კი სწრაფი ცოცვის კატეგორიაში გიორგი ჯაფარიძემ მოიპოვა მეორე ადგილი.
შეჯიბრი სამ სახეობაში ჩატარდა: სწრაფი, რთული და ბოლდერინგი. მონაწილეობას ღებულობდა აზერბაიჯანის 1 გუნდი, თურქეთის 1 გუნდი და საქართველოს 7 გუნდი(თბილისი I, თბილისი II,ყაზბეგი,მესტია,ქუთაისი,ბათუმი,ნიქოზი). თითოეული გუნდი 7 მონაწილისაგან შედგებოდა (3 გოგო და 4 ბიჭი), ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელები და მედლები. პირველ ადგილზე გასულ მონაწილეებს დამატებით გადაეცათ თასები და 300 ლარიანი ვაუჩერი, მეორე ადგილზე გასულ მონაწილეებს 200 ლარიანი ვაუჩერი და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს 100 ლარიანი ვაუჩერი. გუნდურ პირველობაში გამარჯვებული თბილისის გუნდების მწვრთნელი გახლავთ სოფ,ბაბილის მკვიდრი და საქართველოს ნაკრების მწვრთნელი მეკლდეურობაში ავთო ქურასბედიანი.
იხილეთ მემორიალის საბოლოო შედეგები
სწრაფი ცოცვა
(გოგონები)
1. ნიცა თვაური (თბილისი)
2. სალომე მეშველიანი (თბილისი)
3. მარი ქურდიანი (თბილისი)
რთული ცოცვა
(გოგონები)
1. ნიცა თვაური (თბილისი)
2. სალომე მეშველიანი (თბილისი)
3. გეიკ სევდა (თურქეთი)
სწრაფი ცოცვა
(ვაჟები)
1. გიგა ჯანხოთელი (თბილისი)
2. გიორგი ჯაფარიძე (მესტია)
3. ალმაცგირ კვიციანი (თბილისი)
რთული ცოცვა
(ვაჟები)
1. გუგა დაბრუნდაშვილი (თბილისი)
2. ალმაცგირ კვიციანი (თბილისი)
3. გიორგი გაბულდანი (თბილისი)
ბოლდერინგი
(ვაჟები)
1. გუგა დაბრუნდაშვილი (თბილისი)
2. გიორგი გაბულდანი (თბილისი)
3. ალმაცგირ კვიციანი (თბილისი)
ბოლდერინგი
(გოგონები)
1. მარი ქურდიანი (თბილისი)
2. სალომე მეშველიანი (თბილისი)
3. ნიცა თვაური (თბილისი)
გუნდური შედეგები
1. თბილისი I
2. თბილისი II
3. აზერბაიჯანი
ფოტოზე მარცხნივ სალომე მეშველიანი
ფოტოზე მარიამ ქურდიანი,გიგა ჯანხოთელი,სალომე მეშველიანი და ავთო ქურასბედიანი