მესტიაში გიორგობის საზეიმო წირვა ორმა მიტროპოლიტმა აღავლინა

6 მაისს, გიორგობას მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიას რუსთავის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) სტუმრობდა. მეუფე იოანემ და მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა   ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად წირვა სეტის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინეს.
მეუფე იოანეს აგრეთვე ახლდნენ სტუმრები ბელგიიდან: მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი ბელგიაში დეკანოზი ლეონიდე (გრილიხესი) და  დეკანოზ ლეონიდეს მიერ მართლმადიდებლობაზე მოქცეული და მონათლული ჩვიდმეტი ბელგიელი.

მეუფეები იოანე და ლეონიდე ლიტანიობისას
მეუფეები იოანე და ილარიონი  ლიტანიობისას
სეტის წმ.გიორგის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი  დეკანოზი გიორგი (ჩართოლანი)
სეტის წმ.გიორგის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი (ჩართოლანი)

მამა ლეონიდე ბელგიაში იობ მრავალვნებულის სახელობის ტაძარში მსახურობს
და მისი მრევლის წარმომადგენლებისთვის უთქვამს, თუ გინდათ გაიგოთ მართლმადიდებლობა რა არის საქართველო უნდა მოილოცოთო. მამა ლეონიდე და მისი მრევლი  საქართველოში მეუფე იოანეს სტუმრები იყვნენ. მათ საქართველოს სხვადასხვა ტაძრების გარდა, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში უშგულის, მესტიის, ლენჯერის და ლატალის უძველესი ტაძრები და მათში დავანებული სიწმინდეები მოილოცეს, რის გამოც  აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.

სტუმრებმა ლატალის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში ფრანგულად იგალობეს:

მადონა წერედიანი, სოფ. ლატალი.