6 მაისს, თბილისში, ”საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი”-ს შენობაში, ესთეტიკური აღზრდის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა გიორგი ცაბაძის სახელობის ქართული საესტრადო სიმღერის ტრადიციული კონკურსი სახელწოდებით – ”ჩემი საქართველო აქ არის”, სადაც ლენტეხის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის აღსაზრდელებმა გრან პრი და ორი მე-2-ე ადგილი მოიპოვეს.
მონაწილეებს გიორგი ცაბაძის დაწერილი სიმღერები უნდა შეესრულებინათ. ლენტეხის სახელით მონაწილეობა მიიღეს: ლუკა ტვილდიანმა (მოიპოვა გრან პრი), სიმღერით – ”საიდუმლო”, გიორგი მკერვალიშვილმა (მოიპოვა მეორე ადგილი), სიმღერით -”ჩემო თბილის ქალაქო” და ბეთქილი გვიჭიანი (მოიპოვა მეორე ადგილი), სიმღერით – ”დავალ მუდამ მოხიბლული”. მათი პედაგოგია იზა ჩაკვეტაძე.
აღნიშნული კონკურსი სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა (6-10წ.; 10-14წ.; 14-17წ.) და ემსახურებოდა საჯარო, სახელოვნებო და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის აღსაზრდელთა ნიჭიერების გამოვლენას, წახალისებასა და პოპულარიზაციას.
ფოტოზე მარცხნიდან: ლუკა ტვილდიანი, კახა ცაბაძე, ბეთქილი გვიჭიანი, გიორგი მკერვალიშვილი და პედაგოგი იზა ჩაკვეტაძე.
გვანცა ქურასბედიანი, სოფ. ლასკადურა.