(ფოტოზე: მარჯვნიდან პირველი) 25-26 მარტს, ქალაქ ახალციხეში საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა საქართველოს პირადი პირველობა ქართულ ჭიდაობაში 2000-2002 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის, სადაც ახალგაზრდა ფალავნებმა ქვემო სვანეთიდან წარმატებით იასპარეზეს:
ავთო მუკბანიანი პირველ ადგილს დაეუფლა (60 კგ), გიორგი ლიპარტელიანი – მეორეს (73კგ), ხოლო დათო ლიპარტელიანი – მესამე ადგილზე გავიდა(66კგ). აღსანიშნავია, რომ შარშან ნოემბერში ავთო მუკბანიანი სამბოშიც გახდა საქართველოს ჩემპიონი, ხოლო გიორგი ლიპარტელიანი – ვერცხლის მედალოსანი.
(ფოტოზე: გიორგი ლიპარტელიანი შუაში)
(ფოტოზე: დათო ლიპარტელიანი მარცხნიდან პირველი)
მართალია ავთო მუკბანიანს და დათო ლიპარტელიანს ამ ჩემპიონატზე თბილისის სახელით მოუწიათ ასპარეზობა, რადგან ისინი ახლახანს გადავიდნენ თბილისში, მაგრამ ისინიც ლენტეხის სასპორტო სკოლის აღზრდილები არიან.
ამ შეჯიბრზე ასპარეზობა შეეძლოთ ზონურ პირველობებზე საპრიზო ადგილების მქონე მოჭიდავეებს. დასავლეთ საქართველოს ზონის პირველობა ქალაქ ზესტაფონში 17 მარტს გაიმართა, რომელშიც ლენტეხის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლების გაერთიანებიდან (დირექტორი ზაქრო ხვისტანი) 6 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათგან სამმა საპრიზო ადგილები და საქართველოს ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება მოიპოვა, ესენი იყვნენ: სოფ. ხელედის ჭიდაობის სექციიდან (მწვრთნელი პაატა აფაქიძე):ვარლამ გაზდელიანი – პირველი ადგილი (46კგ.), თემურ ინანეიშვილი – მესამე ადგილი (50კგ). ლენტეხის სასპორტო სკოლიდან (მწვრთნელი ლადო მუსელიანი) კი – გიორგი ლიპარტელიანი – მესამე ადგილი (73კგ).
(ფოტოზე : ვარლამ გაზდელიანი შუაში)
(ფოტოზე: თემურ ინანეიშვილი მარჯვნიდან პირველი)
გვანცა ქურასბედიანი, სოფ. ლასკადურა