ხვალ ინტელექტუალური კონკურსის “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” მორიგი ეტაპი გაიმართება

ხვალ, 22 მარტს დაბა ლენტეხის კულტურის სახლში გაიმართება ინტელექტუალური კონკურსის “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” მორიგი ეტაპი უფროსი ასაკის გუნდებს შორის. მასში მონაწილეობას მიიღებენ ზემო სვანეთის სოფ. ლენჯერის საჯარო სკოლის გუნდი და ჩოლურის საჯარო სკოლის გუნდი “ჯვარი მძლეველი”.
გუნდმა “ჯვარი მძლეველი” გაიმარჯვა 7 მარტს ლენტეხის მეორე საჯარო სკოლაში გამრთულ კონკურსის სარაიონო ეტაპზე უფროსი ასაკის კატეგორიაში.

სარაიონო ეტაპზე უფროს ასაკში  ასევე ასპარეზობდა – ლენტეხის მეორე საჯარო სკოლის გუნდი “ემანუელი”, უმცროს ასაკობრივ ჯგუფში კი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ცაგერის გიმნაზიის გუნდი “ელ-შადაი” და ლენტეხის მეორე საჯარო სკოლის გუნდი “კელაპტარი”.
შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ ჩოლურის საჯარო სკოლის გუნდი “ჯვარი მძლეველი” 33 ქულით და ცაგერის გიმნაზიის გუნდი “ელ-შადაი” 17 ქულით. ხოლო სანუგეშო ეტაპზე გადავიდნენ ლენტეხის მეორე საჯარო სკოლის ორივე გუნდი.

მირანგულა მუკბანიანი, დაბა ლენტეხი.