ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მრავალშვილიან დედებს 8 მარტი მიულოცა

2017 წლის 8 მარტს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ამირან ჯამბურიძემ ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა დაბა ლენტეხში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს (ვისაც ხუთი და მეტი შვილი ჰყავთ).

ასეთი ქალბატონები ექვსნი აღმოჩნდნენ: მარეხი ბენდელიანი, ჟინვერი ხორგვანი, ჯენარო ონიანი, ინგა ონიანი, ბელა ტვილდიანი და სვეტლანა ლიპარტელიანი. მათ გამგებელმა პირადად გადასცა სიმბოლური საჩუქრები (ყვავილები, შამპანური, ტკბილეული). გამგებლის მეუღლემ, ქალბატონმა ქეთევან ფირცხელანი-ჯამბურიძემ  განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა სოფ. ბაბილში მცხოვრები, სოციალურ ზღვარს ქვემოთ მყოფი ჟინვერი  ხორგვანის მიმართ და თავისი ხარჯით გაუგზავნა მის ოჯახს კონსერვები, კარტოფილი, ლობიო, მაკარონი და ტკბილეული ბავშვებისათვის.

17157824_1813828132271815_2788840967142732765_o

17097654_1813828142271814_3780603387746541977_o

17192327_1813828188938476_8506556169035378084_o

sarvamarto sachuqari mravalshvilin dedebs IMG_4314

sarvamarto sachuqari mravalshvilian dedebs

გვანცა ქურასბედიანი, დაბა ლენტეხი.