დღეს, საღამოს 8 საათზე ცაგერში მწვანე თეატრში “მწვანე ფესტივალი” იწყება, რომელიც უწყვეტად 2 დღე-ღამე გაგრძელდება, ხოლო ცაგერი შემდეგ საქართველოს სხვა კუთხეებში გადაინაცვლებს.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. ის 3 საათიანი კონცერტით დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას რობი კუხიანიძე, გაგა ჩიხლაძე – ჯგუფი „ფრანი“-ს სოლისტი, ლაშა ნოზაძე – ჯგუფი “რეგიონი”-ს სოლისტი, ჯგუფი “Band E Roll”, ჯგუფი “the window”,DJ ZAPA, DJ დათო მაჩაიძე და პროექტ “ვოის”-ის მონაწილე რეზიკო დიდებაშვილი მიიღებენ. შემდეგ კი საღამო ელექტრონული მუსიკით გაგრძელდება.
“svanetiinfo.ge”-მ კითხვებით მიმართა ფესტივალის ერთერთ ინიციატორს ზურა ფანჯარაძეს:
ნანი ბენდელიანი