28 ივლისი, წმინდა კვირიკესა და ივლიტას წამების დღე, სვანეთში განსაკუთრებულად, როგორც – კვირიკობა, “ლაგვირკობა” აღინიშნება. ამ დღეს ზემო სვანეთის სოფელ კალაში მდებარე მეთერთმეტე საუკუნის ტაძარში – ლაგურკაში, თავს იყრის სალოცავად მოსული მრევლი არა მარტო სვანეთიდან, არამედ საქართველოს ყველა კუთხიდან.
ლაგურკა ერთერთი უძლიერესი სალოცავია მთელ სვანეთში. მომლოცველები წმინდა კვირიკესა და ივლიტას შესთხოვენ ოჯახის ბედნიერებასა და ყრმათა მსწრაფლ განკურნებას.
რამოდენიმე წლის წინ, 2007-2012 წლებში ქვემო სვანეთში, ადგილობრივების თაოსნობით, სოფელ ყვედრეშშიც აღადგინეს უძველესი ტაძარი, რომელიც წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელზე იკურთხა. მას შემდეგ აქაც მრავალი მომლოცველი აღნიშნავს ამ დღესასწაულს. დღესაც ეკლესიაში უამრავი მომლოცველი მივიდა.
“svanetiinfo.ge” ულოცავს სრულიად საქართველოს ამ დიდებულ დღესასწაულს.
საინტერესოა ტაძრის ისტორია. ადგილი მშენებლობისთვის ძნელად მისადგომია, მაგრამ მიუხედავად ამისა სოფლის მაცხოვრებლებმა გაწმინდეს ლოცვისთვის მონიშნული ადგილი – “ლადბაში” და ძველი, დანგრეული ეკლესიის საძირკველზე დააშენეს ტაძარი. სოფლის უხუცესი, რამა ლიპარტელიანი ტაძრის ისტორიას გვიყვება:
ნანი ბენდელიანი, დაბა ლენტეხი.