დაბა ლენტეხში მრავალპროფილიანი 10 საწოლიანი საავადმყოფოს მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ის სტალინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსადგურის მოედანთან შენდება. დამკვეთი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ხოლო შემსრულებელი შ. პ. ს “მშენებელი 2004” -ია.
svanetiinfo.ge სამუშაოების შემსრულებელს გაესაუბრა. მის ნათქვამს უცვლელად გთავაზობთ: “მშენებლობა დავიწყეთ 2015 წლის 10 ოქტომბერს, მიმდინარეობდა 30 დეკემბრის ჩათვლით, შემდეგ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, იძულებული გავხდით, თვენახევარი შეგვეჩერებინა შენებლობა, მაგრამ, ვცდილობთ, ჩავეტიოთ ვადებში და ობიექტი დავასრულოთ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოსთვის. ღვთის წყალობით, ყველაფერი ნორმალურად მიდის, დაცულია უსაფრთხოების ზომები, მასალა ადგილზეა, მომარაგება ნორმალურია, ბიჭები მუშაობენ შემართებით. ძირითადად, დასაქმებული არიან ადგილობრივი მუშები, თუ დაგვჭირდა ჩამოჰყავს ” მშენებელ 2004″-ს თავისი სპეციალისტები, პროფესიონალები და ერთობლივი ძალებით მიმდინარეობს მშენებლობა.”
ნანი ბენდელიანი, დაბა ლენტეხი.