2017 წლის 15 სექტემბრიდან ჩოლურის საჯარო სკოლაში ინგლისურს, ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად, ამერიკელი პროგრამისტი დონალდ ქამერონი (Donald Cameron) ასწავლის. ის 2018 წლის მაისის ბოლომდე დარჩება ჩოლურში. დონალდი საკუთარი სურვილით კვირაში ერთხელ თავისუფალ გაკვეთილს ატარებდა ნებისმიერი მსურველისათვის, მაგრამ შეწყვიტა მსმენელების არ არსებობის გამო.
დონალდ ქამერონი პორტლენდის (ორეგონის შტატი, აშშ) მკვიდრი გახლავთ, სვანეთის პირობებს ადვილად შეეგუა და ყოველგვარი ადგილობრივი ღონისძიებების აქტიური მონაწილეა. დონალდი ჩოლურში გულთბილად მიიღეს, ის ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად ფიზიკურადაც მუშაობს, მასპინძელ ოჯახს სამეურნეო საქმეებშიც ეხმარება, ერთხელ ნაჯახით მუშაობისას ხელიც კი გაიჭრა.
მირანგულა მუკბანიანი, სოფ. ჭველიერი.